სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:      როგორ გავუფრთხილდეთ დედამიწას-,,დედამიწაზე მცხოვრებთა პრობლემები"-,,როგორ ტირის დედამიწა".


 პროექტის მთავარი იდეა:      ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება,ამ პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა.

  პროექტის აქტუალობა:    უამრავი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას დღეს ჩვენი პლანეტა-დედამიწა.ყოველწლიურად მტელს მსოფლიოში აღინიშნება,,დედამიწის დღე".ამ დღეების განმავლობაში ადამიანები აქტიურად საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე,მათი გადაჭრის გზებზე,მაგრამ ხშირად ავიწყდებათ,რომ,,ეკოლოგია-ეს არის მეცნიერება,რომელიც შეისწავლის კავშირს ცოცხალ ბუნებასა და გარესამყაროს შორის,რომ ისინი ბუნების ნაწილს წარმოადგენენ,რომ ჩვენს პლანეტა-დედამიწას გაფრთხილება უნდა.
    პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან მთელს მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ  პრობლემებს:გამონაბოლქვი გაზების შედეგად დაბინძურებული ჰაერი,დაბინძურებული წყალი ზღვებში,წყალსაცავებში,განადგურებული ფლორა და ფაუნა,გაჩეხილი მწვანე ტყის საფარი...ყოველივე ამის გაცნობისა და შესწავლის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან მაქსიმალურად გააშუქონ ეკოლოგიური საფრთხეები და დასახონ გზები ამ პრობლემების გადასაჭრელად.    
    პროექტის მიზნები და ამოცანები:

  •   განუვითაროს მოსწავლეს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა.
  • განუვითაროს სოციალური და გუნდური მუშაობის  უნარ-ჩვევები.
  • განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევები,-პრობლემის ანალიზი,სინთეზი და შეფასება.
  • განუვითაროს რუსულ ენაზე მეტყველების,მოსმენის,წერის,ტექსტის გააზრებისა და დეტალური კითხვის, პრეზენტაციისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.გაუღრმავოს ლექსიკური მარაგი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
  • შეისწავლონ ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები.
  • აიმაღლონ ცნობიერება   მოსალოდნელი კატასტროფებისა და  ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების  შესახებ,  გაანალიზონ და შეაფასონ მოსალოდნელი საფრთხეები,თუ არ გავუფრთხილდებით ჩვენს პლანეტა-დედამიწას.
  • მოამზადონ და დაამუშაონ ინტერნეტით მოძიებული ვიდეო მასალები,დაამზადონ სარეკლამო ბუკლეტები. 

         
          მონაწილეთა ასაკი-მიზნობრივი ჯგუფი:    მე-10 კლასის მოსწავლეები.
                                                                                         ასაკი-15-16 წელი.

          პროექტის ხანგრძლივობა -3 კვირა.      
შეფასების   საგანი  და  პროცედურები:

1. პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევები.          

  • მოქნილობა;        რამდენად კარგად შეუძლია მოსწავლეს  მოპოვებული ინფორმაციის,ჩანაწერების ადაპტირება-დამუშავება,მათი ადეკვატური გამოყენება დამოუკიდებლად.
  • თანამშრომლობის უნარი:       რამდენად აქტიურად მუშაობს ჯგუფში,შეუძლია თუ არა მოუსმინოს თანაგუნდელებს,გაითვალისწინოს და გაიზიაროს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებები და იდეები.
  • საიმედოობა:      რამდენად პასუხისმგებლიანია მოსწავლე,აქტიურად ესწრება თუ არა ჰგუფის შეხვედრებს,დროულად ასრულებს თუ არათავისზე დაკისრებულ მოვალეობას,ყოველთვის მოწესრიგებულია თუ არა მისი სამუშაო რესურსები.
  • კომუნიკაციის უნარი:       რამდენად კარგად შეუძლია ფაქტების,კონტექსტების, საკუთარი განწყობის   ადეკვატურად  გამოხატვა.მისდევს თუ არა საუბრის,დიალოგის,დისკუსიის წესებს.
  • კონფლიქტების მოგვარების უნარი:   რამდენად კარგად და სწორად შეუძლია  პრობლემების იდენტიფიცირება,დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება.        
  •  2. საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები და ტექნიკური მხარე: 
  •  ტექსტური მასალის მოძიება:რამდენად საიმედოა მოპოვებული ინფორმაცია.
  • ისტ-ის გამოყენება;რამდენად ეფექტურია მოსწავლეების მიერ მომზადებული სლაიდ-შოუები,რამდენად მიზანმიმარტულად დაამუსავეს  მოპოვებული ვიდეო მასალა.
  • ზეპირი პრეზენტაცია დააუდიტორიასთან კომუნიკაცია:მეტყველებს თუ არა მკაფიო,გამართული ენით, იცავს თუ არა დროის რეგლამენტს და აღძრავს თუ არა ინტერესს მსმენელში.
  • ფაქტობრივი ცოდნა:რამდენად ზედმიწევნით აქვს შესწავლილი მოპოვებული მასალა,ესმის თუ არა ყველა სიტყვის მნიშვნელობა და თარგმანი.         
  •            წინასწარი ცოდნა და უნარ-ჩვევები:  
  • მოსწავლეს უნდა შეეძლოს  ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება.
  • საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ისა და Windous Movie Maker-ის გამოყენება.
  • მოპოვებული ინფორმაციის მიზნობრივი დამუშავება,მათთვის სასურველი ინფორმაციის ამოღება,საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების გამოყოფა, რუსულ ენაზე კონტექსტიდან ძირითადი აზრის გაგება.
  •                სასწავლო მასალა/ტექნიკური რესურსები:    
  • კომპიუტერი,ინტერნეტი,
მოსწავლის სახელმძღვანელო,  მარკერები,თაბახის ფურცლები,ფორმატები,ფოტოკამერა.

                       სასწავლო პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები).
1.საპროექტო იდეის შეთავაზება  და  თემის შერჩევა.
მოსწავლეებს შევთავაზე იდეა,  განგვეხორციელებინა სასწავლო პროექტი და ვთხოვე,მათი ინტერესებიდან გამომდინარე შეერჩიათ  სადღეისოდ აქტუალური პრობლემა ან რაიმე საინტერესო თემა.შემოთავაზებულ იყი სხვადასხვა იდეა და უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა საკმაოდ აქტუალური თემა მთელს მსოფლიოში  - ,,ეკოლოგია-როგორ გავუფრთხილდეთ დედამიწას-დედამიწაზე მცხოვრებთა პრობლემები-როგორ ტირის დედამიწა."
         
              2.საპროექტო ჯგუფის შექმნა:
მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელეთ, რა ფორმით შეიძლებოდა ამ  პრობლემის გაშუქება.შევიმუშავეთ პროექტის განხორციელების  გეგმა და ვადები.ამის შემდეგ პროექტში მონაწილეობის  სურვილის მქონე  მოსწავლეები  დავყავით  3  მიზნობრივ ჯგუფად.
           
             3.სამოქმედო გეგმის შემუშავება და მოვალეობების გადანაწილება:
შევარჩიეთ ჯგუფის ლიდერები და გადავანაწილეთ  ფუნქციები  თითოეული ჯგუფის ყველა წევრისათვის.ჯგუფებს დაევალათ  მოცემული პრობლემების ერთი კონკრეტული  საკითხის  შესწავლა-გაშუქება და გადაჭრის გზების ძიება;
   
I ჯგუფი  -   ჩვენი პლანეტა-დედამიწა-ეკოლოგიური პრობლემების ზოგადი შესწავლა-გაშუქება.
II ჯგუფი  -  ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხეები,მათი გამომწვევი მიზეზები და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები დედამიწის გადასარჩენად.
III ჯგუფი- არსებული კონკრეტული პრობლემების გამოყოფა  და სიტუაციის შესწავლა ადგილობრივ თემში,ინტერვიუების აღება ამ საქმის პროფესიონალ ადამიანებთან,მათი რჩევები და რეკომენდაციები,სარეკლამო ბუკლეტების დამზადება.
          ამის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა შეიმუშავა დროში გაწერილი  ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა:ვინ არის პასუხისმგებელი  კონკრეტული საქმიანობის შედეგზე,ვინ არიან შემსრულებლები და ვინ რას,და როდის აკეთებს.
       
              4.აქტივობების განხორციელება და  შუალედური მონიტორინგი.

პერიოდულად,კვირში ერტხელ  ვაწაწრმოებდით   პროექტზე  მუშაობის  მონიტორინგს,რამდენად თანმიმდევრულად  და მიზანმიმართულად  მუშაობდნენ  ბავშვები,მოიძიეს  თუ არა შესაბამისი   მასალა,,დაამუშავეს  თუ არა  მათთვის  უცხო  სიტყვები,რამდენად  ორიგინალური  სლაიდშოუ  შექმნეს,რამდენად  დახვეწილია  ტექნიკურად,  ჰქონდათ  თუ არა  ყველა  საჭირო  რესურსი, რამდენად  არიან  მზად  პრეზენტაციისათვის.
       
               5.გაწეული  მუშაობის/პროდუქტის  პრეზენტაცია:
პროექტის  დასრულების  შემდეგ   მოსწავლეებმა  დაარიგეს  საკუთარი  ხელით  დამზადებული  ბუკლეტები.მწვანე  საფარის  გადარჩენისა  და  განახლების  მიზნით  მოაწყეს  აქციები-  დარგე  ერთი  ხე-გადაარჩინე  დედამიწა!




პროექტის  ხელმძღვანელი:ეთერ  ელიზბარაშვილი.
ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა:eterelizbarashvili@gmail.com
პროექტის ბლოგი:eterelizbarashvili.blogspot.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий